სამშაბათი, 2024-03-19, 8:29 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

საათი

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მინი-ჩეთი

მთავარი » პოეზია

ის კი არ არის ბიჭობა,
როს გამაგრებდენ, მაგრობდე,
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
თავისთავადა ვარგობდე.

არც ის მგონია ბიჭობა,
ვისაც ერევი, ახრჩობდე,
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
რომ სხვის დამხვრჩვალსა სწამლობდე.

მითხარ, ვის უთქვამს ბიჭობად,
დამჩაგვრელებსა სწყალობდე?
აბა, ბიჭობა ის არის,
დაჩაგრულთათვის წვალობდე.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1575 | დაამატა: XuBa | თარიღი: 2012-03-08 | კომენტარი (0)


სიყმე სიბერედ ვაქციე, 
ერი კი - ვერა ერადა. 
იმედი მქონდა... ჩონგური 
მოვმართე, დავჯე მღერადა. 

მეწადა, ჰანგი მსმენელთა 
გულისა ამაზრზენადა 
ჰქმნილიყო ჩემთა მოძმეთა, 
ცად აეწია ზენადა. 
შევამკე მთები მაღლები 
და ბარი ათასფერადა, 
აზრი საერთო, საქვეყნო 
მინდოდა გასაკვერადა; 
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 691 | დაამატა: XuBa | თარიღი: 2012-03-08 | კომენტარი (0)

Copyright MyCorp © 2024 | Free web hosting - uCoz