სამშაბათი, 2024-05-07, 10:16 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

საათი

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მინი-ჩეთი

მთავარი » 2012 » მარტი » 8 » სიყმე სიბერედ ვაქციე (ვაჟა ფშაველა)
5:22 PM
სიყმე სიბერედ ვაქციე (ვაჟა ფშაველა)

სიყმე სიბერედ ვაქციე, 
ერი კი - ვერა ერადა. 
იმედი მქონდა... ჩონგური 
მოვმართე, დავჯე მღერადა. 

მეწადა, ჰანგი მსმენელთა 
გულისა ამაზრზენადა 
ჰქმნილიყო ჩემთა მოძმეთა, 
ცად აეწია ზენადა. 
შევამკე მთები მაღლები 
და ბარი ათასფერადა, 
აზრი საერთო, საქვეყნო 
მინდოდა გასაკვერადა; 
ამისთვის თავსა დავწიე, 
ვაქციე ნაცარ-მტვერადა. 

ვადიდე გმირთა სახელი, 
მკლავი და სულით დიდობა, 
დავძრახე ქვეყნის ორგული 
და შეურაცხვყავ ფლიდობა; 
სიმაძღრე სიმშილზე ვცვალე, 
ფუფუნებაზე - მწირობა. 
მინდოდა არ შამებღალა 
მე წმინდა დედა-შვილობა. 
პირნათლად მივალ საფლავში, 
მტკიცედ დავიცევ პირობა. 

ამას მითვლიან ცოდვადა, 
რაშიც მე მიჩნდა გმირობა; 
თავს დამჩხავიან ყორნები, 
გაუმართიათ ყრილობა. 
შემირცხვა ზოგის ნამუსი, 
გრძნობა, აზრი და ზრდილობა: 
კაცობად დაუსახიათ 
სიჩერჩეტე და ვირობა! 

რა მეთქმის? გული მკვდარია, 
ცრემლი მდის ნუგეშ-მწველადა; 
მე კაცთა შორის მეტი ვარ, 
უნდა გავიჭრა ველადა, 
რაკი გადიქცა ეშმაკი 
ტკბილ მოსაუბრე გველადა 
და თანამოძმე ეს ჩემი - 
მის ყურისმგდებელ ევადა, 
როს გახდა საქვეყნო საქმე 
უსუსურთ საღეჭ კევადა. 

1907 წ.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 693 | დაამატა: XuBa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2024 | Free web hosting - uCoz