კვირა, 2024-05-05, 4:38 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

საათი

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მინი-ჩეთი

მთავარი » ანეგდოტები
ქირურგი ეუბნება თავის პაციენტ რაჭველს:
- თავიდან მიმიწევს შენი გაკვეთა, იმიტომ, რომ შენს მუცელში ცალი ხელთათმანი დამრჩა.

- მაგიზა ნუ გამჭრი, ექიმო, დავდგები ფეხზე და ახალ ხელთათმანებს გიყიდი!..
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 541 | დაამატა: XuBa | თარიღი: 2012-03-08 | კომენტარი (0)

პატარა რაჭველს რუსული ენის მასწავლებელი ეკითხება:
- აბა, რაჟიკო, როგორ იქნება ქართულად ”ნაუკა”?

- ნაუკა არის პატარა ნავი! – გამარჯვებული სახით უპასუხა რაჟიკომ.
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 558 | დაამატა: XuBa | თარიღი: 2012-03-08 | კომენტარი (0)

რაჭველი ექიმს საყვედურობს:
- ექიმო, თქვენ რომ ღამით ჭამა ამიკრძალეთ, მაგიტომ გავცივდი.

- მერე ეგ რა შუაშია?

- როგორ თუ რა შუაშია? მთელი ღამე ღია მაცივრის წინ ვიდექი და მოხარშულ დედალს ვუყურებდი!
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 633 | დაამატა: XuBa | თარიღი: 2012-03-08 | კომენტარი (0)

შუაღამისას ჭიჭიკია მთვრალი მიდის შინ თავისი "ზაპოროჟეცით”. გააჩერა პატრულმა:

- სად მიდიხარ?

- სად მივდივარ და ლექციაზე! – გაიჭიმა ჭიჭიკია.

- ამ შუაღამისას ვინ კითხულობს ლექციას? – გაიკვირვა პატრულმა.

- სიდედრი მყავს შინ სტუმრად! – აუხსნა ჭიჭიკიამ.
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 626 | დაამატა: XuBa | თარიღი: 2012-03-08 | კომენტარი (0)

დიდი ხნის უნახავმა თანასოფლელმა გურულებმა ერთმანეთი მოიკითხეს. ერთმა შესჩივლა მეორეს,
 – მესამედ გავიკეთე კუჭის ოპერაცია, იმდენი ფული დავხარჯე და ძლივს გადავრჩიო!

მეორემ უპასუხა:
 – შე კაი კაცო, შენც რას ჩააცივდი ამ კუჭს, ყველა ბრმა ნაწლავის ოპერაციას იკეთებს, შედარებით იაფიც ჯდება და კარგად არიანო.
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 605 | დაამატა: XuBa | თარიღი: 2012-03-08 | კომენტარი (0)

ურული ქუჩაში დგას უსაქმურად, ხედავს პოლიციელს თხა მოყავს, დაინტერესებული გურული მიმართავს:
 სად მიგყავს მაგი ძაღლი?
პოლიციელი გამწყრალი ხმით მიმართავს :
-აგი ძაღლი კი არა, თხაა!
 მერე მე თხას ვეკითხები შენ კი არა.
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 650 | დაამატა: XuBa | თარიღი: 2012-03-08 | კომენტარი (0)

–მამი,მამი,სკოლაში დიდთავას მეძახიან.
–მერე,სცემე,შვილო.
–ჰო,მაგრამ ვიწრო დერეფნებში დარბიან.
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 615 | დაამატა: XuBa | თარიღი: 2012-03-08 | კომენტარი (0)

ჭიჭიკია მრგვალ სახლს აშენებს. ბონდოია გაოცებულია:
- კი მარა, რათ გინდა ეს მრგვალი სახლი?
- ბიჯო, სიდედრმა მითხრა, სახლს რო ააშენებ, ერთი კუთხე მე მომეციო!...
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 618 | დაამატა: XuBa | თარიღი: 2012-03-08 | კომენტარი (0)

შვილი ჭიაყელა მამა ჭიას ეკითხება:
- მამი, მამი, ბალში ცხოვრება კარგია?
- კი შვილო.
- ვაშლში ცხოვრება?
- კი შვილო.
- ატამში ცხოვრება?
- კი შვილო.
- აბა იქ თუ ასე კარგია, ჩვენ ნეხვში რატომ ვცხოვრობთ?
- ეჰ შვილო, სამშობლოს არ ირჩევენ.
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 633 | დაამატა: XuBa | თარიღი: 2012-03-08 | კომენტარი (0)

მიხო და მარო ლოგინში წვანან. ზემოთ, ჭერში თაგვი კაკალს დააგორავებს და მიხო ვერაფრით ვერ იძინებს. ბოლოს გაგიჟებული მაროს ანჯღრევს:
- ადე ქალო, გაუტეხე კაკალი, თორემ მთელი ღამე არ დაგვაძინებს ეგ შობელძაღლი.
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 607 | დაამატა: XuBa | თარიღი: 2012-03-08 | კომენტარი (0)

« 1 2 3 »
Copyright MyCorp © 2024 | Free web hosting - uCoz